იტალია აშშ-ს სამხედრო დახმარებას სთხოვს

იტალიის მთავრობამ აშშ-ის თავდაცვის მინისტრს მარკ ესპერს კორონავირუსთან გამკლავების მიზნით სამხედრო დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იტალიის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგას კრიტიკული სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის ნიღბებისა და სასუნთქი აპარატებით დახმარება სთხოვა.

გარდა ამისა, იტალიის მთავრობას სურს, ქვეყანაში განლაგებული აშშ-ის სამხედროები მათ სამედიცინო პერსონალითა და საველე ჰოსპიტლებით დაეხმარონ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით იტალიაში კორონავირუსის 60 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 560-ია.

იხილეთ ვიდეო: იტალია აშშ-ს სამხედრო დახმარებას სთხოვს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო