ამერიკელი სენატორი კორონავირუსით დაინფიცირდა

აშშ-ის კენტუკის შტატის რესპუბლიკელ სენატორს რენდი პოლს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სენატორს ვირუსის სიმპტომები არ ჰქონია და კორონავირუსზე შემოწმება ხანგრძლივი მოგზაურობის გამო, უსაფრთხოების მიზნით ჩაიტარა.

რენდი პოლი აშშ-ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის პირველი წარმომადგენელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 34 000 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 413-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა