კანადა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს

კანადაში აცხადებენ, რომ ქვეყანა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს. კანადა პირველი ქვეყანაა, რომელმაც თამაშებიდან საკუთარი ნაკრები ოფიციალურად უკან გაიწვია.

ამასთან, ავტრალიაშიც აცხადებენ, რომ თამაშები მომავალი წლის ზაფხულამდე უნდა გადაიდოს.

„ავსტრალიის ოლიმპიურ კომიტეტს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი სპორტსმენების და მათ ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობაა“,-აცხადებენ ქვეყნის ოლიმპიურ კომიტეტში.

განცხადება გააკეთა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემაც. მისი თქმით, პარლამენტი ოლიმპიური თამაშების გადადებას განიხილავს.

ცნობისთვის, აქამდე ტოკიოში აცხადებდნენ, რომ მზადება თამაშებისთვის ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს