სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 194-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 194-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აღნიშნული შემთხვევების დიდი ნაწილი ქალაქ ეჩმიადინში გამართულ წვეულებას და ერევანში საკერვალო ქარხანას უკავშირდება.

„ჩვენ ახლა ამ კლასტერების შეჩერებაზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, ქალაქ ეჩმიადინში იტალიიდან ჩასულმა ქალმა წვეულება გამართა, სადაც ათობით ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა. იტალიას უკავშირდება მეორე კლასტერიც სამკერვალო ქარხანაში, სადაც იტალიიდან ჩასულმა ერთ-ერთმა მეპატრონემ ტრენინგი გამართა.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია