„თეგეტა მოტორსი“ საცალო სერვისებს დროებით აჩერებს და სახელმწიფო, სამედიცინო, სადისტრიბუციო და კორპორატიული ავტოტრანსპორტის სერვისზე ერთვება

კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, „თეგეტა მოტორსი“ საცალო სერვისებს დროებით აჩერებს და სახელმწიფო, სამედიცინო, სადისტრიბუციო და კორპორატიული ავტოტრანსპორტის სერვისზე ერთვება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს.

კომპანიის განცხადებით, მათი მიზანია მაღალი ხარისხის ოპერატიული ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიონ სპეცდანიშნულების ტრანსპორტს, რომლის გამართულ ფუნქციონირებას დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„თეგეტა მოტორსმა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, გაითვალისწინა რა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, მიიღო გადაწყვეტილება დროებით შეაჩეროს საცალო სერვისები და სრულად გადაერთოს სახელმწიფო, სამედიცინო, სადისტრიბუციო და კორპორატიული ავტოტრანსპორტის სერვისზე.

შექმნილ ვითარებაში, ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის ოპერატიული ტექნიკური მხარდაჭერა გავუწიოთ სპეცდანიშნულების ტრანსპორტს, რომლის გამართულ ფუნქციონირებას დღეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. „თეგეტა მოტორსის“ თანამედროვე ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭირო რესურსები და მაღალ პროფესიონალური გუნდი იძლევა საშუალებას სრული დატვირთვით 24-საათიან რეჟიმში მოვემსახუროთ ზემოაღნიშნული კატეგორიის ტრანსპორტს, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით.

კომპანიის თანამშრომლები სრულად არიან უზრუნველყოფილნი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სერვისცენტრების სადეზინფექციო სამუშაოები და ასევე, სრული დეზინფექცია უტარდება თითოეულ შემოსულ მსუბუქ თუ სატვირთო ავტომობილს“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს