მაია ცქიტიშვილი - თუ არ დავემორჩილებით ამ შეზღუდვებს, გვექნება უფრო მძიმე ვითარება, რომელიც ბევრად რთული სამართავი იქნება

საგანგებო რეჟიმში ვართ და ყველა სამთავრობო სტრუქტურა, ყველა მუნიციპალური ორგანიზაცია მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ამასთან ერთად, გვყავს მოხალისეები, თუმცა ნებისმიერი აქტივობა არის მკაცრად რეგლამენტირებული და კოორდინირებული შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

“საგანგებო ზომები და დამატებითი შეზღუდვები მივიღეთ სწორედ იმის გათვალისიწინებით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა მოვახდინოთ დაავადების გავრცელების შენელება. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე ორი მუნიცილაპიტეტი საკარანტინო რეჟიმში მოექცა. ბიზნესთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია იმისთვის, რომ სასურსათო დეფიციტი გამოვრიცხოთ. ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ყველა დარწმუნდა, რომ შიში და ეჭვები, რომელიც არსებობდა მოსახლეობაში, რეალობას არ შეესაბამება. ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის სასიცოცხლო აუცილებლობებს, პირველ რიგში ვგულისმობ სურსათსა და ფარმაცევტულ პროდუქციას. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება ყველა სტრატეგიულად აუცილებელი ფუნქცია, მათ შორისაა საწვავით მომარაგება და კომუნალური სერვისები,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები კარდაკარ ივლიან და ექნებათ აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან იმისთვის, რომ დროულად გამოვლინდეს ყველა ადამიანი, ვისაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიპტომები აქვს.

“სამწუხაროდ, შეზღუდვებმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა იმოქმედოს და თუ ჩვენ არ დავემორჩილებით ამ შეზღუდვებს, გვექნება უფრო მძიმე ვითარება, რომელიც ბევრად რთული სამართავი იქნება. ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც უნდა დაბრუნება ორივე მუნიციპალიტეტში, თუკი ისინი არიან რეგისტრირებულები ან ფაქტობრივად ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე, მიეცემათ შესაძლებლობა შესვლის, თუმცა მათ არ ექნებათ ამ მუნიციპალიტეტების დატოვების უფლება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში. ვინც გადაწყვეტს შესვლას ამ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ვალდებული იქნება დაემორჩილოს საკარანტინო პირობებს. რეგლამენტირებული წესით, მხოლოდ სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველსაყოფად, როგორიც არის სურსათის მომარაგება ან სამედიცინო საქმიანობა, იქნება დაშვებული მოქალაქეთა გადაადგილება და ეს ეხება არა მხოლოდ ქალაქ მარნეულსა და ქალაქ ბოლნისს, არამედ ყველა იმ სოფელსა და დასახლებულ პუნქტს, რომელიც ამ მუნიციპალიტეტების ფარგლებში ექცევა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო