კომუნიკაციების კომისია სრულად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო რეჟიმიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისია ითვალისწინებს, კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთვრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს და სრულად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის,- ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომისიისთვის მნიშვნელოვანია დაიცვას, როგორც საკუთარი თანამშრომლების, ისე მთლიანად საზოგადოების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

„სწორედ ამ მიზნით, კომისიამ უკვე გაატარა შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებები და ონლაინ რეჟიმში სამუშაოდ მზადაა.

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უკვე ათობით სახელმწიფო თუ კერძო უწყება გადავიდა მუშაობის ონლაინ რეჟიმზე, რაც კომისიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა ფაქტია. ონლაინ რეჟიმზე გადასვლა შეუძლებელი იქნებოდა მაღალგანვითარებული სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და პლატფორმების არსებობის გარეშე, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ საქართველო ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ქვეყნების რიგებშია.

იმისთვის, რომ სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარების პროცესი არ შეფერხდეს, კომუნიკაციების კომისიამ სრულფასოვანი მუშაობისთვის ყველა საჭირო ტექნიკური პროცესი გამართა. კერძოდ, კომისიის სხდომებს, შეხვედრებსა და კონფერენციებს ონლაინ რეჟიმში ჩატარებისთვის კომისიამ ZOOM-ის - ონლაინ კონფერენციის სისტემა დანერგა. ZOOM-ის ვიდეო კონფერენციის სისტემის საშუალებით, სხდომაში მონაწილე მხარეებს, აქვთ შესაძლებლობა როგორც კომპიუტერით, ასევე სმარტფონითა და ტაბლეტის გამოყენებით, დაესწრონ კომისიის სხდომას და ჩაერთონ პროცესში.

კომუნიკაციების კომისიამ მისი რეგულირების სფეროში შემავალ ყველა კომპანიას გაუგზავნა შეტყობინება და მისცა დეტალური ინსტრუქცია, როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა ონლაინ სხდომებში. გარდა სხდომაზე დასწრებისა, უზრუნველყოფილია კომისიის ვებ-გვერდსა და YOUTUBE გვერდზე სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლაცია.

ონლაინ სხდომების გარდა, კომისიამ სრულფასოვნად მუშაობისთვის მოახდინა ტექნიკური გადაიარაღება და ყველა თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად იმუშაობს, ჩაატაროს ონლაინ კონფერენციები და შეხვედრები. ასევე, ვირტუალური დაცული ქსელის - VPN კავშირის მეშვეობით, თანამშრომლებს სახლიდან გაუსვლელად ექნებათ შეუზღუდავი წვდომა კომისიის შიდა რესურსებთან, რაც შეუფერხებელ დისტანციურ მუშაობას უზრუნველყოფს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, კომისიასთან კომუნიკაციის კუთხით მოქალაქეებს პრობლემები არ შეექმნებათ.

„ასევე, დისტანციურად მუშაობის პერიოდში, კომისიის ოფისის ნომრებზე დარეკვისას მოქალქე პირდაპირ დაუკავშირდება კომისიის შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელს, სისტემა ავტომატურად მოახდენს მათ გადართვას.

საზოგადოება დისტანციურად მუშაობის პერიოდში, კომუნიკაციების კომისიასთან შეუფერხებლად მოახდენს კომუნიკაციას, როგორც ვებ-გვერდის, ისე სოციალური ქსელებისა და ტელეფონის მეშვეობით. ამავე პერიოდში, წერილებისა და საჩივრების გამოგზავნა, როგორც მომხმარებლებს, ისე ავტორიზებულ პირებს ნებისმიერი ონლაინ პლატფორმის (ვებ-გვერდი - WWW.GNCC.GE, სოციალური ქსელი-https://www.facebook.com/gnccge/, ელექტრონული ფოსტა - post@gncc.ge) საშუალებით შეუძლიათ.

ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო