თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტია, რომელთა მდგომარეობა მძიმეა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 6 პაციენტია. რატიანის განცხადებით, გარდა მარნეულიდან შეყვანილი ქალისა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც მძიმეა და ხუთივე მათგანს მწვავე პნევმონია აღენიშნება.

„ჩვენს კლინიკაში სულ 56 პაციენტია, მათ შორის, ამ ეტაპისთვის მოთავსებულია 6 კოვიდინფიცირებული. რაც შეეხება დანარჩენი ხუთი პაციენტის მდგომარეობას, ყველასთან ვერიფიცირებულია Covid-19. ზოგადი მონაცემები ამ ეტაპაზე მათიც მძიმეა. ვინაიდან, ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის მიხედვით ყველა მათგანთან დასტურდება მწვავე პნევმონია, დაბურული ფილტვის სინდრომით, თუმცა ამ ეტაპამდე მათი ზოგადი მდგომარეობა რჩება მძიმედ, საყურადღებოდ, მაგრამ მართვადია. რამდენიმე ქალი, რომელიც ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, დამძიმებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული მონაცემებით, მაღალი გართულება კლინიკური გამოვლინენების, სუნთქვის მწვავე უკმარისობის, არის არტერიული ჰიპერტენზია და გულის მწვავე უკმარისობა“,- განაცხადა რატიანმა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა