მაია ცქიტიშვილი - ერთ-ერთ ოჯახში შედგა წლისთავი, რაც გახდა ინფექციის გავრცელების მიზეზი - იმედი გვაქვს, რომ საკარანტინო შეზღუდვები მალე დასრულდება

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია პრობლემის მასშტაბების გაცნობიერება და ყველა რეკომენდაციის შესრულება.

„ყველას გვაქვს იმედი, რომ მალე დასრულდება საკარანტინო შეზღუდვები ორ მუნიციპალიტეტში, თუმცა, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენი მოქალაქეები ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან, რამდენად დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან საკუთარი ჯანმრთელობის და კონტაქტების შესახებ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად ზედმიწევნით დაემორჩილებიან სამთავრობო სტრუქტურების და სპეციალისტების მითითებებს“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გამოცხადებულ საკარანტინო რეჟიმზე საუბრისას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არ არის დაავადება, რომელსაც მხოლოდ მთავრობა ან ადგილობრივი ხელისუფლება მოერევა, პანდემიასთან გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ მოქალაქეების აქტიური ჩართულობით, თანამშრომლობით და მათი მხრიდან ყველა იმ შეზღუდვის დაცვით, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას.

„პირველ რიგში, აუცილებელი სოციალური დისტანციის და ელემენტარული ჰიგიენის პირობების დაცვა. ამასთან, მოვუწოდებ ამ ორი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად მოერიდონ ზედმეტ კონტაქტებს. პრობლემაა ის, რომ თითქოს საფრთხეს ვერ ვხედავთ და რასთან გვაქვს საქმე, ვერ ვაფასებთ სწორად. ამის მაგალითია ის, რომ შეკრებებთან დაკავშირებით მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, ერთ-ერთ ოჯახში შედგა წლისთავი და ეს თავყრილობა გახდა ინფექციის გავრცელების მიზეზი. მთელი ქვეყნის მოსახლეობას ვთხოვ დიდი ყურადღებით მოეკიდოს რეკომენდაციებს და იზრუნოს იმ წესების შესრულებაზე, რომელსაც არაერთხელ აღვნიშნავთ და ვუთითებთ,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა