ირაკლი ჩიქოვანი - მთავრობის სახელით მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, დავრჩეთ სახლში, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდეთ სახლიდან

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ არის, მოქალაქეებმა სახლიდან გასვლისგან თავი უნდა შეიკავონ.

„დღეისთვის საქართველოში გვაქვს ინფიცირების 54 დადასტურებული ფაქტი, თუმცა სასიამოვნოა ის, რომ 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა და შესაბამისი პროტოკოლის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ დავრჩეთ სახლში, მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდეთ სახლიდან, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით, ამ მოქმედებით ჩვენ დავიცავთ, როგორც საკუთარ თავს, ასევე დავიცავთ ჩვენს გარშემო მყოფებს“,-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს