დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საელჩოები საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალურად ეხმარებიან, მათ შორის პროდუქტების მომარაგებისა და თავშესაფრის პრობლემის მოგვარებაში

ჩვენი საელჩოები მთლიანად ფოკუსირებული არიან საქართველოს მოქალაქეების მომსახურებაზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალურად ეხმარებიან, მათ შორის პროდუქტების მომარაგების და თავშესაფრის პრობლემის მოგვარებაში.

„დიპლომატების რაოდენობის და ფინანსური რესურსების თვალსაზრისით ჩვენც შეზღუდული ვართ, მაგრამ ამის მიუხედავად, 24 საათიან რეჟიმში გადასული ჩვენი თანამშრომლები მთლიანად ფოკუსირებული არიან საქართველოს მოქალაქეების მომსახურებაზე. სხვა საქმიანობა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით იქ დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს თუნდაც პროდუქტის მომარაგებით. ასევე, ჩვენი საელჩოების რესურსების და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეხმარებით მათაც, თუ ვინმეს შეექმნა თავშესაფრის პრობლემა. ჩვენი დიპლომატებიც საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები. არ გვინდა, რომ საელჩოს მთლიანი პარალიზება მოხდეს, ამიტომ ისინი ენაცვლებიან ერთმანეთს და 2-3 კაციანი მორიგეობაა დაწესებული. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ დავიწყეთ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური კონსულტაცია თბილისიდან,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს