„m2 დეველოპმენტი“ COVID19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 ლარს გამოყოფს

„m2 დეველოპმენტი“ COVID19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 ლარს გამოყოფს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „m2 დეველოპმენტიდან“ აცნობეს.

„დღეს, ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსთვის ურთულეს პერიოდში, ყველას გვმართებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა, რათა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ამით გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე აღარ არის მხოლოდ ექიმების საქმე. ისინი წინა ხაზზე იბრძვიან, მათთვის ზურგის გამაგრება კი თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა. სწორედ ამ მიზნით, ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, „m2 დეველოპმენტი“ 100 000 ლარს გამოყოფს, რაც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და სიცოცხლის გადარჩენას მოხმარდება“, - განაცხადა „m2 დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო