ნათია თურნავა - ეკონომიკურ გუნდს დავალებული გვაქვს, დღის ბოლომდე კონკრეტული ჩამონათვალი მოვამზადოთ, თუ რომელი საწარმოები აგრძელებენ ფუნქციონირებას ბოლნისსა და მარნეულში

საგანგებო კარანტინის მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე ჩერდება ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობა კონკრეტულად ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში გარდა ისეთი საქმიანობისა, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო და მედიკამენტებით უზრუნველყოფასთან , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღის ბოლომდე მთავრო​ბის ეკონომიკური ბლოკი წარადგენს ჩამონათვალს, თუ რომელ საწარმოებს შეეძლებათ ფუნქციონირება განაგრძონ.

„ჩვენ, ეკონომიკურ გუნდს დავალებული აქვს დღის ბოლომდე კონკრეტული ჩამონათვალი მოვამზადოთ, თუ რომელი საწარმოები აგრძელებენ ფუნქციონირებას. ამთავითვე, შემიძლია, გითხრათ, რომ შეუფერხებლად გააგრძელებენ ფუნქციონირებას გარკვეული დადგენილი წესების დაცვით ის საწარმოები, რომელიც დაკავშირებულია კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან. ეს არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება, გაზით მომარაგება. ფუნქციონირებას ასევე გააგრძელებენ სამრეწველო საწარმოები, მათ შორის, წიაღის მოპოვება-გადამუშვებასთან დაკავშირებული საწარმოები. რა თქმა უნდა, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოება გადამუშავებასთან დაკავშირებული საწარმოები გააგრძელებენ ფუნქციონირებას და უფრო დეტალური ჩამონათვალი გვექნება ჩვენ დღეს და ეს გამოქვეყნდება. ასევე, არანაირი შეფერხება არ ექნება რა თქმა უნდა, მედიცინას, კავშირგაბმულობას და როგორც მოგახსენეთ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიწოდებასთან, რაც არის დაკავშირებული.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეუფერხებლად განხორციელდეს ამ ორ მუნიციპალიტეტში პრევენციული და შესაძლო ინფიცირებული შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებული სამუშოები , ხელშეწყობა იქნება მაქსიმალური და მოსახლეობას არ შეექმნება რაიმე განსაკუთრებული პრობლემები,“-განაცხადა ნათია თურნავამ.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა