გიორგი ვაშაძე - ბევრი მცდელობის შედეგად ჩვენ შევძელით, რომ პირველი სწრაფი ტესტი ჩამოგვივიდა საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ, რაოდენობა დიდი არ არის

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გამოსაკვლევი პირველი სწრაფი ტესტი ჩამოიტანეს. ამის შესახებ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და კორონავირუსზე სწრაფი ტესტიც ჩაიტარა.

როგორც ვაშაძემ და ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადეს, ტესტი პასუხს კორონავირუსზე, დაახლოებით, 10 წუთში იძლევა.

„ბევრი მცდელობის შედეგად ჩვენ შევძელით, რომ პირველი სწრაფი ტესტი ჩამოგვივიდა საქართველოში. სამწუხაროდ, რაოდენობა დიდი არ არის იმიტომ, რომ გადაზიდვის ყველა მექანიზმი ისევე, როგორც საერთაშორისო ფრენები შეჩერებულია. სამწუხაროდ PCR ტესტი ჯერჯერობით ვერ ჩამოვიტანეთ, მაგრამ ვცდილობთ, რომ ჩამოვიდეს, რომელიც სპეციალურად ლაბორატორიაში უნდა შემოწმდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ნომერ პირველი ამოცანა დღეს არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ხელმისაწვდომი გახადონ სწრაფი ტესტები.

„მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, გუშინ პრემიერ-მინისტრმა ისევ განაცხადა, რომ სწრაფი ტესტი პანაცეა არ არისო. ყველა სპეციალისტი უკვე მემგონი ხმამაღლა საუბრობს დღეს, რომ ნომერ პირველი ამოცანა ქვეყანაში არის სწრაფი დიაგნოსტირება. თუ სწრაფი დიაგნოსტირების საშუალება არ გვექნა ქვეყანაში, ჩვენ ამ ეპიდემიას ვერ შევაჩერებთ. მაშინ, როცა დღეს მარნეული მთლიანად მოქცეულია იზოლაციაში პირველი, რაც უნდა ხდებოდეს არის ლაბორატორიული შემოწმება. არა მარტო ასე, არამედ PCR ტესტებით უნდა ხდებოდეს ადამიანების შემოწმება კორონავირუსზე“,-აღნიშნავს ვაშაძე.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი ასევე განმარტავს, რომ სწრაფი ტესტების დანერგვისა და სწრაფი დიაგნოსტირების კუთხით მაგალითი სამხრეთ კორეაა და ქვეყანაში ამ ყველაფერმა საკმაოდ კარგი შედეგი დადო.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მთავარი ამოცანა არის სწრაფი ტესტირება და სწრაფი დიაგნოსტიკა. სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ არა მარტო ჩვენთან, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ძალიან სწრაფად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. რატომ? იმიტომ, რომ მათაც დააგვიანეს დიაგნოსტიკის კუთხით და მათაც დროულად ვერ მოახდინეს ამ ყველაფრის გაკეთება. მაგრამ ვინ მოახდინა? - სამხრეთ კორეამ, რომელსაც არც საგანგებო მდგომარეობა გამოუცხადებია და ანტიკრიზისული გეგმა აქვს, რომლითაც მოქმედებს. მხოლოდ სკოლები დახურეს და ახლა სკოლების ამუშავებასაც აპირებენ, ბიზნესი ჩვეულებრივად მუშაობს და საერთაშორისო რეისები სრულდება. გერმანიაში უკვე 250 000-ია შემოწმებული ადამიანების რაოდენობა. მე მართლა გულწრფელად მინდა ვთხოვო მთავრობას, რომ ეს სწრაფი ტესტები ჩამოვიტანოთ“,-აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა