ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი - ვითარება სრულიად კონტროლირებადია და პანიკის ნიშნები არ არის

პარლმენტის ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატის გოგი მეშველიანის განცხადებით, ბოლნისში ვითარება სრულიად კონტროლირებადია და არანაირი პანიკის ნიშნები არ შეინიშნება.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, გოგი მეშველიანი ამჟამად საკარანტინო ზონაში იმყოფება, სადაც ვითარებას აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები, რომლებიც პიკეტების დაცვას უზრუნველყოფენ.

„მობილიზებულია ჯანდაცვის სამსახურები, თვითმმართველობა, შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც უახლოეს პერიოდში დაიწყებენ უშუალოდ რისკის ზონებში თითოეული მოქალაქის შემოწმებას სპეციალური თერმოსკანერით და თითოეული საეჭვო შემთხვევისას, როგორც კი სამედიცინო პერსონალს გაუჩნდება ვარაუდი, რომ პიროვნება შეიძლება დაავადებული იყოს ახალი კორონავირუსით, თითოეული ადამიანი გადაყვანილი იქნება საკარანტინო ზონებში, სადაც მათ ჩაუტარდებათ სწრაფი ტესტი, ხოლო, თუ სწრაფმა ტესტმა გამოავლინა ვირუსის შემთხვევა, ოპერატიულად იქნებიან მოთავსებული სპეციალურ ზონაში, სადაც დაიწყება მათი მკურნალობა“,- განაცხადა მეშველიანმა.

გოგი მეშველიანის თქმით, სხვა საკითხებთან დაკავშირებით შექმნილია ოპერატიული შტაბი.

„ყველა ოპერატიული მესიჯი თავს იყრის ამ შტაბში გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია და შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი საკითხი, მათ შორის მძიმე ავადმყოფების გამოყვანა, სხვადასხვა სურსათის მიწოდება თუ სხვა, ხდება ოპერატიულ რეჟიმში. სურსათის უზრუნველყოფას აგვარებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო“, -განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის განწყობას, დეპუტატის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია, თუმცა, პანიკის ნიშნები არ არის.

„ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია, თუმცა ხედავენ რა ხელისუფლების ოპერატიულ მუშაობას, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციას, იმედიანად არიან მთლიანობაში განწყობილები. არანაირი პანიკის ნიშნები არ არის. ბუნებრივია, შეშფოთება არის, რადგან ახალი სახეობის დაავადებაა, რომელის შესახებაც ბევრი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ვითარება სრულიად კონტროლირებადია“,-განაცხადა მეშველიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა