სოფო კილაძე - გვჭირდება ძლიერი სოციალური პაკეტი, რომელიც ყველაზე ღარიბი, ყველაზე მოწყვლადი ადამიანების, ბავშვების, მოხუცების დასახმარებლად უნდა იყოს მიმართული

ჩვენ ძლიერი სოციალური პაკეტი გვჭირდება, რომელიც ყველაზე შეჭირვებულ, მოწყვლად ადამიანებს მაქსიმალურად დაიცავს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალური პაკეტი ორიენტირებული უნდა იყოს ასევე, ბავშვებსა და მოხუცებზე.

„დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსის გამო შემოსავალი დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად დაეხმაროს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი სოციალური პაკეტი, რომელიც აუცილებლად მიმართული უნდა იყოს ყველაზე ღარიბი, ყველაზე მოწყვლადი ადამიანებისთვის, ბავშვების, მოხუცების დასახმარებლად. იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელებიც დღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული, ეს შემოსავალიც მცირე იყო და დღეს საერთოდ აღარ აქვთ ეს მცირე შემოსავალიც კი. ჩვენ გვჭირდება ძლიერი სოციალური პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ყველაზე შეჭირვებულ, მოწყვლად ადამიანებს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს