ნინო ბურჯანაძე მთავრობას მოუწოდებს, იმ ადამიანებს, ვინც საგანგებო მდგომარეობის პირობებში კომუნალური გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ, ეს გადასახადები გადაუვადოს

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მთავრობას მოუწოდებს, იმ ადამიანებს, ვინც საგანგებო მდგომარეობის პირობებში კომუნალური გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ, ეს გადასახადები გადაუვადოს.

ამასთან, ბურჯანაძე საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დროულად დაბრუნება უზრუნველყონ.

„მინდა მთავრობას მივმართო ორი თხოვნით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრული სოლიდარობა ჩვენი მხრიდან მთავრობას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმ ძალიან რთული მდომარეობისა, რაშიც ახლა ისინი აღმოჩნდნენ, ყველაფერი სწრაფად გაკეთდეს იმისათვის, რათა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქები რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდნენ საქართველოში, რადგან ვიცი, რომ ისინი ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. მეორე თხოვნა მთავრობისადმი - ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბიუჯეტში ცვლილებები შემოდის, დარწმუნებული ვარ, ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, რომელიც იქნება მიმართული იმისკენ, რომ მოქალაქეების დღევანდელ რთული მდგომარეოება გაუმჯობესდეს, მაგრამ არ შემიძლია ხაზგასმით არ ვთქვა ერთ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ გაგვეხმოვანებინა. ეს არის საკითხი, რომელიც კომუნალური გადასახადების გადავადებას ეხება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველში მოსახლეობის დიდი ნაწილი არა მხლოდ თვიდან ვემდე ხელფასზე ცხოვრობს, არამედ, არის ადამიანებსი დიდი ნაწილი, რომლებიც მხოლოდ რეალურად დღიდან დღემდე ცხოვრობენ, ანუ ერთი დღით შოულობენ შემოსავალს და იმით კვებავენ ოჯახს, ეს ადამიანები ვერ შეძლებენ კომუნალური გადასახადების გადახდას. ამიტომ, დიდი თხოვნა მთავრობას ამ ადამიანების სახელით და ჩემი და ჩემი თანაგუნდელების სახელით, გადავავადოთ კომუნალურების გადახდა, თუ მთლიანად განთავისუფლება ვერ მოხდება, დაუცველი ადამიანების მაინც, ყველა იმ ადამიანის, რომელიც გარკვეული ზღვარის ქვემოთ ცხოვრობს შემოსავალზე, ყველა ამ ადამიანისთვის გადავავადოთ კომუნალური გადასახადების გადახდა“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძე საქართველოს მოსახლეობას მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

„მინდა კიდევ ერთხელ საზოგადოებას მივმართო, უმორჩილესად გთხოვთ ყველას, რომ დავემორჩილოთ იმ წესებს, რომელიც არის დადგენილი, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, დავემორჩილოთ მთვარობისა და ხელისუფებს მოთხოვნებს. ეს არის იმის გარანტი, რომ ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ კორონავირუსს მაქიმალურად სწრაფად და შევძლებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა გადავიდეს ჩვეულ რეჟიმში და ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს