"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს პირბადეები ჩაუტანეს

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს პირბადეები ჩაუტანეს.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამშვებ პუნქტთან "ნაციონალური მოძრაობის " წევრმა, გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ამგვარი დახმარება გაგრძელდება.

„ რამდენიმე დღეა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, ბოლო დღეების განმავლობაში რიგდება პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარი და ხელთათმანები. ამ შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება, ამ ქვეყნის ჯარისკაცები ვართ.დღესაც მივიღეთ მონაწილეობა იმ მნიშვნელოვან საქმეში, რომელიც მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩამოვიტანეთ ათასი ცალი პირბადე, ოღონდ ეს არის ის, რაც პირველ ეტაპზე ხელზე გვქონდა. გაგრძელდება დახმარება, როგორც მარნეულისა და ბოლნისის, ისე მთელი საქართველოს მცხოვრებლების", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო