ნინო ბურჯანაძე არჩევნების თარიღის შესაძლო გადაწევის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე - უცნაური განცხადება მისგან არ გამკვირვებია

პრეზიდენტისგან უცნაური განცხადება არ გამკვირვებია. არანაირი კონსტიტუციური ცვლილება არ მსმენია, საიდან მოიტანა ქალბატონმა სალომემ, ალბათ აგვიხსნის, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც არჩევნების თარიღის შესაძლო გადაწევაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბუნებრივია, რომ თუ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც არის, არჩევნების გადატანა მოხდება.

„უცნაური განცხადება მისგან არ გამკვირვებია. არ ვიცი, თუ ისეთი ცვლილება შევიდა კონსტიტუციაში, რომელიც მე გამომეპარა, თუმცა ეჭვი მეპარება ასეთი რამ იყოს. გავიხსენებ 2007 წელს, როდესაც საგანგებო მდგომარება გამოცხადდა 7 ნოემბრის შემდეგ, ამის მიუხედავად არჩევნები ჩატარდა იმ ვადაში, რა ვადაშიც უნდა ჩატარებულიყო, ანუ 45 დღეში. მე არანაირი კონსტიტუციური ცვლილება არ მსმენია, საიდან მოიტანა ქალბატონმა სალომემ, ალბათ აგვიხსნის.

რაც შეეხება არჩევნებს, ბუნებრივია, ლეგიტიმურია კითხვა არჩევნების ჩატარებასთან, ან გადატანასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ძნელია რაიმე პროგნოზის გაკეთება, იმედი მინდა ვიქონიოთ, რომ სწრაფად გავუმკლავდებით ამ ვირუსს და გადავალთ ნორმალურ რეჟიმში, მაგრამ სამწუხაროდ, პროგნოზები არის საკმაოდ ცუდი. დღეს ნიუ-ორკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ პროგნოზი შეიძლება იყოს 4 - თვიანი, 6 - თვიანი, ან 8 - თვიანი კრიზისის გაგრძელება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნება, როგორც ემოციურად, ასევე ეკონომიკურად ქვეყნისთვის. თუ ასე მოხდა არჩევნები გადატანილი უნდა იქნას. იმ რეჟიმში, როდესაც ჩვენ ვცდილობთ დისტანციის დაკავებას და ვცდილობთ მცირე ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანის შეკრება არ იყოს, ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება იქნება შეუძლებელი. ბუნებრივია, ეს ძალიან სერიოზულ გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ნუ ვიჩქარებთ, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენც და მსოფლიოც ამ პრობლემას გავუმკლავდებით უფრო მალე, ვიდრე დღეს პროგნოზები ისმის“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, როგორც საქართველს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შემთხვევაში არჩევნების თარიღმა შესაძლოა გადაიწიოს.

„არჩევნები ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან მხოლოდ 6 თვის თავზე. თუმცა, იმედია შევძლებთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებას იმ ვადაში, რომ დაგეგმილი არჩევნების დრომ არ გადაიწიოს ან გადაიწიოს მინიმალურად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოში საგანგებო ვითარება 21 აპრილის ჩათვლით არის გამოცხადებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა