სირიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა

სირიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. პირველი პაციენტი 20 წლის ქალია, რომელიც ქვეყანაში ჩავიდა. აქამდე სირიის ოპოზიციური ძალები აცხადებდნენ, რომ სირიაში კორონავირუსი უკვე ფართოდ გავრცელებული იყო, რასაც ბაშარ ალ ასადის მთავრობა არ ადასტურებდა.

ცნობისთვის, ომით დაყოფილი სირიაში კორონავირუსის გავრცელების საშიშროება საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ქვეყანაში მილიონობით ადამიანი ბანაკებსა და სპეცილურად მოწყობილ საველე კარვებში ცხოვრობს. ავტორიტეტული ორგანიზაციები ეპიდემიის შემთხვევაში ჰუმანიტარულ კატასტროფას პროგნოზირებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს