თამარ ტალიაშვილი საბავშვო ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემას ადგილზე გაეცნო

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი თბილისის N 22 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა მშობლებისათვის პროდუქტის გაცემას ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს.

,,ახლა ვიმყოფები #22 საბავშვო ბაღში, ბაღის პერსონალი არის ძალიან მოტივირებული, ენთუზიაზმით ეკიდებიან მათზე დაკისრებულ მნიშვნელოვან მოვალეობას. მეამაყება ამ საგანგებო ვითარებაში ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც თავის საქმეს ღირსეულად ემსახურება. მახარებს, აღსაზრდელთა მშობლების დიდი კმაყოფილება თბილისის მერის ინიციატივასთან დაკავშირებით”- აცხადებს ტალიაშვილი.

მისივე თქმით, თბილისის საბავშო ბაგა-ბაღებში უკანასკნელ წლებში გატარებული რეფორმა სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში ბავშვთა კვებითი დეფიციტის აღმოფხვრასა და მათი რაციონის მრავალფეროვანი, მაღალი საკვები ღირებულების მქონე პროდუქტებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

,,სწორედ ამიტომ შეჩერებული სასწავლო პროცესის პირობებში მეტად მნიშვნელოვანია კახა კალაძის ინიციატივა, ჩვენმა აღსაზრდელმა მიიღოს საჭირო რაციონი”, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

დეპუტატი 22-ე ბაღის პერსონალს შეხვდა, დირექტორისგან ნინო გვრიტიშვილისა და მისი მოადგილისგან ხათუნა აბაშიძისგან სამუშაო პროცესის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მოისმინა და მშობლებს გაესაუბრა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემის პროცესი დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შესაბამისად მიმდინარეობს, ბაღების თანამშრომლებმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან მიიღეს დეტალური ინსტრუქცია პროდუქტის უსაფრთხოდ გაცემასთან დაკავშირებით. ასევე, ბაგა-ბაღების ადმინისტრაციამ წინასწარ შეიმუშავა განრიგი და დაუკავშირდა თითოეულ ოჯახს, რიგების თავიდან აცილების მიზნით. აღსაზრდელებზე საკვები პროდუქტის გაცემა მოხდება ორ კვირაში ერთხელ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა