აკაკი ზოიძე - მარნეულში დაინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით, 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, მარნეულში დაინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით, 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი.

როგორც ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა საჭიროა მათი გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია.

“მარნეულის შემთხვევაზე საკმაოდ პრობლემატური არის ის საკითხი, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება. დაახლოებით არის 1700-მდე უკვე იმ 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით და ყველას გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია საჭირო”, - განაცხადა ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ის ათეულობით ადამიანთან ერთად წლისთავზე იმყოფებოდა, რომელსაც მარნეულისა და ბოლნისის მცხოვრებლების გარდა, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს