ქეთევან ციხელაშვილი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მიმართავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მიმართავს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მინისტრის მოქალაქეებს კორონავირუსის პრევენციისა და თვითიზოლაციის პირობების შესახებ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებო, მინდა მხარდაჭერა გამოვხატო თქვენს მიმართ და მოგმართოთ თხოვნით. გამოვიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება და შევასრულოთ კორონავირუსის პრევენციისა და თვითიზოლაციის პირობების შესახებ წარმოდგენილი რეკომენდაციები და მოთხოვნები, ასევე დავიცვათ კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რისი შესრულებაც არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება ჩვენი ოჯახებისა და ახლობლების, საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ჩვენ ერთად ვართ ამ ძალისხმევაში და მჯერა, რომ ჩვენი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, თანადგომით და ურთიერთდახმარებით გადავლახავთ ამ გამოწვევას”,- აცხადებს ციხელაშვილი.

უწყების ცნობით, რეკომენდაციების შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდის www.stopCoV.ge სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდის www.smr.gov.ge და სოციალური ქსელების მეშვეობით, ამოქმედებულია 112-ის საინფორმაციო სამსახურის ცხელი ხაზი, ასევე, კვლავ მიაწვდიან ბეჭდურ საინფორმაციო მასალებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს