საკრებულოს წევრმა  ქეთევან ჯოხაძემ ხანდაზმულებს საკვები პროდუქტები და მედიკამენტები გადასცა

თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა ქეთევან ჯოხაძემ თანამშრომლებთან ერთად, მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ ხანდაზმულებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები პირადად გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს.

უწყების ცნობით, აღნიშნული აქცია საინიციატივო ჯგუფის „დავეხმაროთ მოხუცებს“, მხარდაჭერით განხორციელდა. ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი სოციალურ ქსელში შეიქმნა და მისი მიზანია შეჭირვებული მოხუცების საკვებით, მედიკამენტებით და სხვადასხვა საშუალებებით დახმარება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს