გია ვოლსკი -  ოპოზიცია ისევ დაუბრუნდა ჩვეულ დესტრუქციულ რეჟიმს,  ფიქრობენ, რომ რაც უფრო დამძიმდება ვითარება, ეს მათთვის ხელსაყრელია

ოპოზიცია ისევ დაუბრუნდა თავის ჩვეულ დესტრუქციულ რეჟიმს. ფიქრობენ, რომ რაც უფრო დამძიმდება ვითარება და პრობლემები შეიქმნება, ეს მათთვის ხელსაყრელია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს. რაც შეეხება კითხვას, მოახდინა თუ არა სახელმწიფომ ეთნიკურ უმცირესობებში საინფორმაციო კამპანიის ჩატარება და მათი ინფორმირება, ვოლსკიმ უპასუხა, რომ „სახელმწიფოს არ აქვს იმის რესურსი, თითოეულ მოქალაქეს კუდში გაყვეს და მისი ყოვედღიური ცხოვრების რეჟიმი შეამოწმოს“.

„ვფიქრობ, ოპოზიცია ისევ დაუბრუნდა თავის ჩვეულ დესტრუქციულ რეჟიმს. ერთი პერიოდი თითქოს აეწყო ურთიერთობა და რაღაც საკითხებზე შევთანხმდით, მაგრამ როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ რაც უფრო დამძიმდება ვითარება და პრობლემები შეიქმნება, ეს მათთვის ხელსაყრელია. ამას უკვე ღიად აცხადებენ. რასაკვირველია, ველოდებით დამძიმებას და ნეგატიური პროცესების განვითარებას, მაგრამ სახელმწიფოს რესურსები რომ აწყობილად, სრული ძალით და ეფექტურად მუშაობს, ამას აღიარებს მსოფლიო. რაც შეეხება მოსახლეობის გაფრთხილებას და აგიტაციას, ხვალ ნებისმიერმა ჩვენგანმა რომ დაარღვიოს წესები, არცერთ სახელმწიფოს არ აქვს იმის რესურსი, თითოეულ მოქალაქეს კუდში გაყვეს და მისი ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმი შეამოწმოს. აზერბაიჯანელი იქნება, ქართველი, სომეხი თუ ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე, პასუხისმგებლობა ერთნაირად არის გასათვალისწინებელი. კონკრეტულმა ადამიანმა რთული სიტუაცია შექმნა. თბილისშიც ბევრ ხალხს ვხედავ, ვისაც ჰგონია, რომ მას არაფერი დაემართება და თუ ცოტა სიცხე აქვს ან ურთიერთობებში იმაზე შორს წავიდა, ვიდრე რეკომენდირებულია, მიიჩნევს რომ ამით არაფერი დაშავდა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

პირველი ვიცე-სპიკერი,ასევე გამოეხმაურა სწრაფი ტესტების ქვეყანაში შემოტანის საკითხს. მისი თქმით, საქართველოში ხარისხიანი ტესტები შემოვა და მათი გამოყენება პროფესიონალურად მოხდება.

„ტესტი არ არის პანაცეა. ტესტი იქნება შემოტანილი, იქნება ხარისხიანი და იქნება პროფესიონალურად გამოყენებული. ის, რომ ეკონომიკური პრობლემები შეიქმნება და ამითი ჩვენი ოპოზიცია რამეს მოიგებს, ეს არის მავნებლური განცხადება და ამას აღარც მალავენ. ოპოზიციის ყველა განცხადება მიმართულია იქითკენ, რომ ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება. თუ არჩევნები იქნება და ეს მთავრობის თავდადებული მუშაობის ხარჯზე მოხდება, ოპოზიციის ფიქრია, რომ მთავრობამ ეს თავის თავზე არ უნდა მიიწეროს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა