გია ვოლსკი - ყველას მოვუწოდებ, ოპოზიცია იქნება თუ უმრავლესობის წარმომადგენელი, დაფიქრდეს, რა საშიშროების წინაშე ვდგავართ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ კარანტინის არეალი გაფართოვდეს. მისი თქმით, სახელმწიფო საჭირო დროს ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს.

„შესაძლებელია გაფართოვდეს კიდეც (კარანტინის არეალი). ვფიქრობ, საზოგადოებას საკმაოდ მძიმე მაგალითები აქვს თვალწინ, რომ კარანტინის რეჟიმში გაითავისოს ჩვენი დღევანდელი ყოფიერება. სახელმწიფო ყოველდღიურ, ყოველსაათობრივ ანალიზს აკეთებს და როგორც კი საჭირო იქნება, გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და შესაბამისი რესურსებიც იქნება მობილიზებული - სამხედრო თუ საპოლიციო ძალები,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ამ თემაზე სპეკულირება მიუღებელია. დეპუტატი ყველას მოუწოდებს განცხადებების გაკეთებდამდე დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა საშიშროების წინაშეა საზოგადოება.

„ზომების მიღება, რასაც ჩვენი პარტნიორები საგანგებო ვითარებას ეძახდნენ, სახელის დარქმევის გარეშე საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ, თუმცა, ვირუსს ასეთი მზაკვრული ხასიათი აქვს, რომ იგი უჩინარია და ვრცელდება საკმაოდ ინტენსიურად და ამას არა მხოლოდ სამედიცინო დარგის რესურსების მობილიზება სჭირდება. საქართველოსთვის საკმაოდ რთულია, მაგრამ შესაძლებელი იმის გაკეთება, რასაც უკვე აკეთებს და ამაზე სპეკულირება არაპროფესიონალი მოუმზადებელი ადამიანების, ვისაც ჰგონია ან საზოგადოებაში სტრესის შემოსატანად მოიგონა, რომ ცე ჰეპატიტის პროგრამა ჩაშალა სახელმწიფომ, ვისაც ჰგონია, რომ ეკონომიკური პრობლემები წაადგება ოპოზიციას, ვისაც ჰგონია, რომ დროულად ზომები მიღებული არ არის ან ტესტები არ არის შემოტანილი გარკვეული მიზეზების გამო, არის სისულელე. ყველას მოვუწოდებ ოპოზიცია იქნება თუ უმრავლესობის წარმომადგენელი დაფიქრდეს, რა საშიშროების წინაშე ვდგავართ,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს