გია ვოლსკი ოპოზიციაზე - რა არის ბოლოს და ბოლოს, ამ ხელისუფლებაზე რა გადარეულები არიან, რომ რეალურ სიტუაციას არ აფასებენ და ხალხთანაც არასწორი ინფორმაცია მიაქვთ?!

რა არის ბოლოს და ბოლოს ამ ხელისუფლებაზე რა გადარეულები არიან, რომ რეალურ სიტუაციას არ აფასებენ და ხალხთანაც არასწორი ინფორმაცია მიაქვთ?! - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. მან იმედი გამოთქვა, რომ არსებულ გამოწვევას საქართველო დაძლევს და საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაც მოესწრება.

„ვამბობთ, რომ მძიმე მდგომარეობაა. გვინდა, რომ მოვასწროთ საკონსტიტუციო ცვლილებები და პაკეტი მომზადებული გვაქვს. ჩვენ რომ დღეს გადავწყვიტოთ ამის გაკეთება ასეთ ვითარებაში, თვითონ ოპოზიცია უნდა გვეუბნებოდეს, რომ ახლა არ შეიძლება. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ვადა დადგენილია და ვამბობთ, რომ ეს უნდა გაკეთდეს. რა არის ბოლოს და ბოლოს ამ ხელისუფლებაზე რა გადარეულები არიან და რა მისწრაფება გააჩნიათ ასეთი, რომ რეალურ სიტუაციას არც თვითონ აფასებენ და რაც განსაკუთრებით ცუდია, ხალხთანაც არასწორი ინფორმაცია მიაქვთ. ყველაფერი იქნება თავის დროზე,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს