ნიკოლოზ გამყრელიძე - ჩემი მკურნალობის პროცესი არ დასრულებულა და მკურნალობას თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში ვაგრძელებ

დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 8 ადამიანს შორის არ არის. როგორც გამყრელიძე განმარტავს, ის მკურნალობას თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში აგრძელებს.

„მეგობრებო, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, მე ხომ არ ვარ 8 გამოჯანმრთელებულში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლინიკიდან გამომწერეს. ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულშემატკივრობისთვის, ძალიან ვაფასებ თანადგომას ასეთ დროს. ჯერჯერობით, ჩემი მკურნალობის პროცესი არ დასრულებულა და მკურნალობას თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში ვაგრძელებ. თავს ნორმალურად ვგრძნობ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალიან მაგარი ექიმების და სამედიცინო პერსონალის ძალისხმევით, მალე დავტოვებ კლინიკას. მანამდე, ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს სახლში დაბრუნებას და აქ მყოფებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“,-წერს ნიკოლოზ გამყრელიძე Facebook-ის პირად გვერდზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს