სხვადასხვა სამუშაოს  ჩატარების გამო, 25 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო დედაქალაქის მცხოვრებლების ნაწილს 25 მარტს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, შარტავას და გოთუას ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, შარტავას და გოთუას ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელში ავარიის პრევენციის მიზნით 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს. გლდანის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ქუჩის მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V, VI, VII მიკრორაიონების, ქერჩის, ხიზანიშვილის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ისნის რაიონში ქსელში ავარიის პრევენციის მიზნით 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ციხისძირის ქუჩის მცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა