თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროცესის მონაწილე მხარეები, მათ შორის ბრალდებულები შუამდგომლობის განხილვაში დისტანციურად მონაწილეობდნენ.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასამართლო სისტემა ეტაპობრივად საქმეთა განხილვის დისტანციურ რეჟიმზე გადადის და შემჭიდროებული ვადების მქონე საქმეებს მაქსიმალურად დისტანციურად განიხილავს.

აღნიშნული სერვისით სასამართლო უზრუნველყოფს პროცესის მონაწილე მხარეთა ჯანმრთელობის დაცვას და ამავდროულად, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა