პრემიერ-მინისტრის მრჩეველი - საბანკო სექტორში არსებობს ე.წ. ბუფერები და მზაობა, რომ მაქსიმალურად მოხდეს დაბალანსებული პასუხი გამოწვევებზე

ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, პრემიერსა და კერძო სექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საბანკო სექტორი მზად შეხვდა განვითარებულ პროცესს.

პრემიერის მრჩეველი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. კერძოდ, კონკრეტული აქცენტები დაისვა ამ პროცესში მთავრობის და ბიზნესის როლზე და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე.

„გამახვილდა ყურადღება, რომ საბანკო-საფინანსო სექტორის მიმართულება აბსოლუტურად მზად შეხვდა ამ პროცესს და მზადაა მოსალოდნელი ეკონომიკური გამოწვევების გასამკლავებლად იქიდან გამომდინარე, რომ საბანკო სექტორში არსებობს შესაბამისი ე.წ. ბუფერები და მზაობა, რომ მაქსიმალურად მოხდეს ფინანსური სექტორის დაბალანსებული პასუხი გამოწვევებზე.

ასევე, საუბარი იყო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მათ მიმდინარეობაზე. მოგეხსენებათ, პროექტების განხორციელება გრძელდება ქვეყანაში. კერძო სექტორმა შემოგვთავაზა რეკომენდაციები პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის კრიზისიდან სწრაფად გამოსასვლელად“, - აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო