ბიზნესომბუდსმენი - “კოვიდ 19“ არის გლობალური გამოწვევა და მასთან ბრძოლა შესაძლებელია ერთობლივად - საზოგადოება, ბიზნესი, სახელმწიფო

"StopCoV" ფონდში აკუმულირდება მოქალაქეების და ასევე ბიზნესის მიერ შემოწირული თანხები, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, უკვე 40-მდე კომპანიამ გამოხატა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს და კონტრიბუცია გასცეს ამ გამოწვევასთან ბრძოლის კუთხით.

“კოვიდ-19 არის გლობალური გამოწვევა, შესაბამისად, მასთან ბრძოლა არის შესაძლებელი ერთობლივად - საზოგადოება, ბიზნესი + სახელმწიფო. დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ იმ მიზნებს, რომ გაგვევლო, თუ როგორ ხედავს ბიზნესი ამ გამოწვევას, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევას ერთობლივად, შესაბამისად, რომ დავიგეგმოთ, რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და ამ ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მათ შორის ბიზნესის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა და ჩვენ, რასაც ვხედავთ დღევანდელი დღისთვის არის ის, რომ ბიზნესი სრულად მობილიზებულია, რათა ამ გამოწვევას ვებრძოლოთ ერთობლივად და თანამშრომლობის გზით. სახელმწიფოს და ბიზნესის კორპორაციული და სოციალური პასუხისმგებლობის და თანამშრომლობის გაგრძელება არის ის ფონდი, რომელიც შეიქმნა- ე.წ. "StopCoV" ფონდი, რომელშიც აკუმულირდება მოქალაქეების და ასევე ბიზნესის მიერ შემოწირული თანხები და მიზნობრივად განაწილდება და მოხმარდება სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში, ცხადია და ასევე საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მედიკოსებისა და ზოგადად სამედიცინო სისტემის მხარდაჭერას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი და ნიმუში იმისა, თუ როგორ მუშაობს ერთობლივად ბიზნესი და სახელმწიფო. 40-მდე კომპანიამ გამოხატა სურვილი და ისინი პერიოდულად მონაწილეობენ, თავიანთ კონტრიბუციას გასცემენ ამ გამოწვევასთან ბრძოლის კუთხით”, - განაცხადა დაუშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა