რომან გოცირიძე - კარგია, რომ ხელისუფლებამ შეთანხმების მეორე ნაწილის შესრულება დაიწყო - ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება

კარგია, რომ ხელისუფლებამ შეთანხმების მეორე ნაწილის შესრულება დაიწყო - ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ბესიკ თამლიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას. გოცირიძის თქმით, ახლა დროა ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა და გიგი უგულავაც გათავისუფლდნენ.

„კარგია, რომ ხელისუფლებამ შეთანხმების მეორე ნაწილის შესრულება დაიწყო - ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ახლა ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა და სხვები უნდა გამოუშვან. რაც შეეხება გიგი უგულავას, ის პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს. ამის იურიდიული საფუძველი უკვე გადაგზავნილი აქვს პრეზიდენტს,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი თითქმის, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თამლიანის ადვოკატმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

როგორც იოსელიანი განმარტავს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ადვოკატის თქმითვე, აღნიშნულის მიზეზი დაცვის მხარისთვის დაცვის ეფექტური განხორციელების საშუალების მიცემაა, ვინაიდან ბესიკ თამლიანს 9-თვიანი საპატიმრო ვადა 4 აპრილს ეწურებოდა, ამ პერიოდის განავლობაში კი, დაცვის მხარე მოწმეების დაკითხვას ვერ მოასწრებდა.

თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს