ხატია დეკანოიძე - ბესიკ თამლიანის გათავისუფლება ძალიან სასიხარულო ამბავია, მაგრამ ველოდებით სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც

ბესიკ თამლიანის გათავისუფლება ძალიან სასიხარულო ამბავია, მაგრამ ველოდებით სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ხატია დეკანოიძე 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანის გათავსიუფლებას.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დეკანოიძე აცხადებს, ხელისუფლებამ დანაპირების შესრულება უნდა გააგრძელოს და სხვა პოლიტპატიმრები, მათ შორის, გიგი უგულავა, გიორგი რურუა გაათავისუფლოს და ამასთან, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებაც.

„პირველ რიგში, ეს ამბავი მინდა ბესიკ თამლიანს და მის დედას, რუსუდანს მივულოცო. ჩემი დიდი პატივისცემა მას, თამლიანი და მთელი მისი ოჯახი ნამდვილად გაუტეხელია. თამლიანის გათავისუფლება ნამდვილად კარგია, რადგან კარგად ვიცნობ მის საქმეს და ვიცი რომ არავითარი მტკიცებულება არ არის და მან ამდენი დრო სულ ტყუილად გაატარა საპყრობილეში. ველოდებით სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. პრინციპული შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც მართლმსაჯულების ნაწილია, ეს გახლავთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სხვა საქმეების შეწყვეტა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, უნდა გათავისუფლდნენ გიორგი რურუა, გიგი უგულავა, ასევე არის საქმეები, რომელიც უნდა შეწყდეს. ბესიკის გამოშვება გადასარევია, მაგრამ ბოლომდე უნდა შესრულდეს მართლმსაჯულების ნაწილი.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე შესრულდება. ეს ძალიან სასიხარულო ამბავია განსაკუთრებით ამ სიტუაციაში. ყველაზე კარგი ამბავია, რაც ბოლო პერიოდში გამიგია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს და მინდა ასე მჯეროდეს, რომ ეს არის მართლმსაჯულების შესრულების რაღაც ეტაპი, მაგრამ ეს ეტაპი ბოლომდე უნდა მივიდეს, რათა ცვლილებებს მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი თითქმის, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თამლიანის ადვოკატმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

როგორც იოსელიანი განმარტავს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ადვოკატის თქმითვე, აღნიშნულის მიზეზი დაცვის მხარისთვის დაცვის ეფექტური განხორციელების საშუალების მიცემაა, ვინაიდან ბესიკ თამლიანს 9-თვიანი საპატიმრო ვადა 4 აპრილს ეწურებოდა, ამ პერიოდის განავლობაში კი, დაცვის მხარე მოწმეების დაკითხვას ვერ მოასწრებდა.

თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა