გია ვოლსკი - არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებამ რაღაც გაუგებრობა გამოიწვია, პრეზიდენტმა ისაუბრა კალენდარზე - დასახელებული ვადიდან ოქტომბრის არჩევნებამდე 6 თვეა

არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებამ თითქოს რაღაც გაუგებრობა გამოიწვია , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით. ვოლსკის თქმით, პრეზიდენტი გულისხმობდა, რომ საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოცხადდა, ხოლო ამ თარიღიდან ოქტომბრის არჩევნებამდე სწორედ 6 თვეა დარჩენილი.

„არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებამ თითქოს რაღაც გაუგებრობა გამოიწვია. პრეზიდენტმა ისაუბრა კალენდარზე. დასახელებული ვადიდან ოქტომბრის არჩევნებამდე არის 6 თვე. პრეზიდენტი ამას გულისხმობდა და არა იმას, რომ თითქოს რაღაც გაუგებრობა შეიძლება იყოს არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს მთავარი ამოცანა ეკონომიკური და სოციალური პრობლემებია. საზოგადოებამ დიდი სტრესი არ უნდა იგრძნოს. ნაკლები სპეკულაციები მოგვითხოვია ჩვენი ოპონენტებისგან,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნები ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან მხოლოდ 6 თვის თავზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა