მარინა ენდელაძე - კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტი ახალი კლასტერია, აშშ-დან ჩამოვიდნენ, მათ შორის ერთი 15 წლის ბავშვია

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტი ახალ კლასტერს წარმოადგენს და ისინი ამერიკიდან არიან ჩამოსულები.

მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტები საშუალო ასაკის არიან და ერთი შედარებით ახალგაზრდა, 15 წლის ბავშვია. კლინიკაში გადმოყვანამდე ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

„ჩვენს კლინიკაში გამოვლინდა 4 ახალი ინფიცირებული და აჭარაში 3, მათ შესახებ არაფერი არ ვიცი. რაც შეეხება 4 ახალ ინფიცირებულს, ეს არ არის შიდა გადაცემა, ისინი არიან ამერიკიდან ჩამოსულები, ეს არის ახალი კლასტერი, თუმცა არა შიდა გადაცემა. მათი ზოგადი მდგომაროება ამ დროისთვის არ არის მძიმე მომავალში ჩატარდება გამოკვლევები და დაენიშნებათ მკურნალობა. ახალი შემთხვევების კავშირები გამოიკვლევა, ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ მანამდეც. ყველანი საშუალო ასაკის არიან ერთი შედარებით ახალგაზრდა,15 წლის ბავშვია,“ - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა