მარინა ენდელაძე - შესაძლოა, ზეგისთვის 5 ახალი გამოჯანმრთელებული დაგვემატოს

კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის პირველადი ტესტის შედეგები უარყოფითია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელმა, მარინე ენდელაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გაგზავნილია კიდევ სამი პაციენტის პირველადი ანალიზი.

„დაგეგმილია განმეორებითი ტესტირება, დღეს გაგზავნილია სამი. ველოდებით პასუხებს, ასევე ორზე, პირველადი კვლევით მივიღეთ უარყოფითი. ხვალ გავაგზავნით, ანუ შესაძლოა, ზეგისთვის 5 ახალი გამოჯანმრთელებული დაგვემატოს“,- განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 8 პაციენტია გამოჯანმრთელებული. დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 61-მდე გაიზარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა