ირაკლი ჩიქოვანი - პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან სპეციალური რეისები შესრულდეს

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესრულდება სპეციალური რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს მისცემს საშუალებას დაბრუნდნენ სამშობლოში. რეისები, რომელიც არის ამ ეტაპზე დანიშნული გახლავთ: ბერლინიდან 23 მარტს, 24 მარტს ათენიდან, 26 მარტს ვენიდან, 31 მარტს ამსტერდამიდან, 3 აპრილს ვარშავიდან, 7 აპრილს ისევ ათენიდან და 10 აპრილს რეისი შესრულდება ლარნაკადან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება დგამს კონკრეტულ გეგმებს იმისათვის, რომ თანამოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაში შეუწყოს ხელი.

„მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილმა ვითარებამ, ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა, მათ შორის რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება სამშობლოში. დღეს არსებული შეზღუდვები, რომელიც მოქმედებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ზღუდავს იმ შესაძლებლობებს, რომლითაც შეიძლება ჩვენმა მოქალაქეებმა ისარგებლონ და დაბრუნდნენ სამშობლოში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს კონკრეტულ გეგმებს იმისათვის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ჩვენს თანამოქალაქეებს დაბრუნებაში. ამისთვის პრემიერ-მინისტრთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესრულდება სპეციალური რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს თანამოქალაქეებს დაბრუნდნენ სამშობლოში. რეისები, რომელიც არის ამ ეტაპზე დანიშნული გახლავთ: ბერლინიდან 23 მარტს, 24 მარტს ათენიდან, 26 მარტს ვენიდან, 31 მარტს ამსტერდამიდან, 3 აპრილს ვარშავიდან, 7 აპრილს ისევ ათენიდან და 10 აპრილს რეისი შესრულდება ლარნაკადან. ეს არის იმ რეისების ჩამონათვალი, რომელიც უკვე დაგეგმილია“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველოში სპეციალური რეისით ჩამოსული მოქალაქეები, ორკვირიან, სავალდებულო საკარანტინო პერიოდს გაივლიან.

„ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დაბრუნდნენ სამშობლოში. რა თქმა უნდა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ ექნებათ აუცილებლობა, რომ გაიარონ ორკვირიანი კარანტინი, რაც ხელს შეუწყობს, როგორც მათ უსაფრთხოებას, ასევე, ჩვენი თანამოქალაქეების და მათი ახლობლების უსაფრთხოებას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არსებობს ცხელი ხაზი, რომელზეც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ სრული და დეტალური ინფორმაცია მიიღონ, როგორც დაგეგმილ ფრენებთან ასევე სხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

„აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენთვის კარგად არის ცნობილი თუ რაოდენ დაძაბულ რეჟიმში უწევთ მათ ყოფა დღეს, საზღვარგარეთ, უცხო სახელმწიფოში, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ და ჩვენი დიპლომატიური სამსახური მზად არის მათ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა გვყავს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში და სრულად არ არის დაფარული გეოგრაფია, მაინც ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არსებობს ცხელი ხაზი, რომელზეც მათ შეეძლებათ მიიღონ სრული და დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ ფრენებთან დაკავშირებით და იმ სხვა გადაწვეტილებებზე, რომელსაც შემდგომში მივიღებთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების მიზნით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა