პროკურატურა - რადგან ბრალდებულს პატიმრობაში ყოფნის 9 თვიანი ვადა ეწურებოდა აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვას დავეთანხმეთ

გენერალური პროკურატურა განმარტავს, რატომ დათანხმდა ბრალდების მხარე 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას. შესაბამისი შეკითხვით უწყებას "ინტერპრესნიუსმა" მიმართა.

პროკურატურის განმარტებით, ბრალდების მხარე თამლიანისთვის გირაოს შეფარდებას იმის გამო დათანხმდა, რომ თავად მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა, დაცვის მხარე კი კიდევ 15-მდე მოწმის დაკითხვას გეგმავდა.

"ვინაიდან ბესიკ თამლიანს პატიმრობაში ყოფნის 9 თვიანი ვადა 4 აპრილს ეწურებოდა, ხოლო დაცვის მხარემ, მისივე განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეები ვერ წარმოადგინა, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადასინჯა და ბესიკ თამლიანს პატიმრობა 4000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. რადგან ბრალდების მხარემ ამოწურა მტკიცებულებების გამოკვლევა, ხოლო დაცვის მხარე 15-მდე მოწმის დაკითხვას აპირებს, ბრალდების მხარეც დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბრალდების მხარემ ბესიკ თამლიანს ორჯერ 13 და 21 თებერვალს შესთავაზა საპროცესო შეთანხმების გაფორმება პირობით მსჯავრზე, აღნიშნული შეთავაზება ამ ეტაპზეც ძალაშია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" გენერალურ პროკურატურაში.

ცნობისთვის, ბესიკ თამლიანმა საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა