თბილისში დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით თბილისში მდებარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა თბილისის ზღვაზე მდებარე დასახლებებში „ქართლი“, „ოქროს საწმისი“ და „ტურბაზა“.

ასევე, დევნილთა კომპაქტური დასახლების ტერიტორიაზე კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის ხელის სადეზინფექციო დისპენსერები დამონტაჟდება.

„მომდევნო დღეების განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოები თბილისში, იმერეთისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონებში მდებარე მსხვილ კომპაქტურ დასახლებებში ჩატარდება“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა