ანა ნაცვლიშვილი - მარნეულის და ბოლნისის შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფო სათანადოდ ვერ გეგმავს ვირუსთან ბრძოლას და უფრო მეტად რეაგირების რეჟიმშია, ვიდრე საფრთხეების გათვლის

მარნეულის და ბოლნისის შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფო სათანადოდ ვერ გეგმავს ვირუსთან ბრძოლას და უფრო მეტად რეაგირების რეჟიმშია, ვიდრე საფრთხეების გათვლისა და მათი დაზღვევის , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ პოლიტსაბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს ხარისხიანი და მორგებული ადამიანებს, მათ სპეციფიკას.

„დაგეგმვა და დაზღვევა კი უნდა ხდებოდეს სეგმენტურად; მაგალითად, ინფორმაციის სრულყოფილად და დროულად მიწოდება მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიზისის სწორი მართვისთვის. საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს ხარისხიანი და მორგებული ადამიანებს, მათ სპეციფიკას. ჩატარდა უმცირესობების ენაზე და მათთვის ხელმისაწვდომი გზებით საინფორმაციო კამპანია? ან პრევენციის რეჟიმში, რომ კარგად გავაგებინოთ მოსალოდნელი საფრთხეები და დაცვის გზები, ან ახლა, როცა მთელი ქალაქი კარანტინშია, სად ჩანს ზრუნვა იმაზე, რომ მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაცია არსებობდეს მათთვის გასაგები ფორმით და მხოლოდ სამართალდამცავებზე არ იყოს შეტოვებული ეს საქმე? ახლა, როცა დაგვიანება ბოლნისსა და მარნეულში უკვე შემდგარი ფაქტია, სხვა რეგიონებზე მაინც ზრუნავს ვინმე, სადაც ასევე არსებობს ენობრივი ბარიერი, რომ მოსახლეობას მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია? საზოგადოების დიდი ნაწილი ტელევიზორს არ უყურებს, აქაა სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების როლი წამყვანი. მითუმეტეს, ვხედავთ, რომ მოქალაქეების ის ნაწილიც, რომელსაც ენის ბარიერი არ აქვს, არღვევს და არ ემორჩილება წესებს. ეს ნიშნავს ორმაგი ძალისხმევის საჭიროებას, როცა პრობლემას ენობრივი ბარიერი ემატება. დაიგეგმა და გაკეთდა შშმ პირებისთვის საინფორმაციო კამპანია, თუ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან ისინიც? (საბედნიეროდ არ გვყავს შშმ პირი ამ ვითარებაში, მაგრამ არის სისტემა დღეს მზად შშმ პაციენტის მისაღებად?)“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, ხელისუფლებას სქემა ადრეც უნდა გაეწერა.

„ესაა ხელისუფლების საქმე და ეს სქემა უნდა გაეწერათ ადრეც, მითუმეტეს - საგანგებო ვითარების გამოცხადებისას, მაგრამ, სამწუხაროდ, პრეზიდენტის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დეკრეტში მხოლოდ უფლებების შეზღუდვის გეგმა ვნახეთ, ისიც არასწორად გაკეთებული!

სად არის ამ პროცესებში საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც ყოველწლიურად ათობით მილიონს ვუხდით ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი ჯიბიდან? მხოლოდ ექიმები, მესაზღვრეები და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები არ არის საკმარისი კრიზისთან გასამკლავებლად. სწორედ ამ დროს გვჭირდება სისტემა, რომელიც კრიზისამდე უნდა შედგეს და იყოს გამართული, რომ კრიზისის დროს იმუშაოს. იმედია, გადავალთ წინმსწრებად დაგეგმვის ეტაპზე’’, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!