მამუკა ხაზარაძე -  მთავრობამ მკაცრი ზომები უნდა მიიღოს და კარანტინი მთელ ქვეყანაში შემოიღოს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას მოუწოდებს მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოაცხადოს.

როგორც ხაზარაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მნიშვნელოვანია, მკაცრი ზომები დროულად იქნეს მიღებული, რათა „პროცესი არ გაგვექცეს“.

„ძალიან ბუნდოვანი საგანგებო მდგომარების დეკრეტი მივიღეთ. შაბათ დღეს, როცა შემოგაქვს საგანგებო მდგომარეობა და ნახევარმა საქართველომ არ იცის ამის შესახებ და მეორე დღეს ყველა ემზადება ეკლესიაში წასასვლელად და მერე იწყება დებატები, თითქოს აქ ვიღაც ან რწმენას ერჩოდეს ან მორწმუნეებს, ეს არის მიუღებელი. უნდა გავითავისოთ რამხელა საშიშროების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ამისთვის ჯობია დღეს მივიღოთ მკაცრი ზომები, რათა მერე არ გვქონდეს თავში ხელი სარტყმელი, რომ რამე გაგვეპარა.

ახლა მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდეს კარანტინი. ჯობია, ამ პირობებში დავალაგოთ სიტუაცია, ვიდრე მერე გაგვექცეს პროცესი. არ გაგვექცა იმის გამო, რომ ის პროფესორები, სანიტრები და ექიმები დახვდნენ ფრონტის ხაზზე, რომლებსაც უზარმაზარი გამოცდილება და ცოდნა აქვთ.

არ უნდა დააყოვნოს მთავრობამ, უნდა მიიღოს მკაცრი ზომები. შემოიღოს კარანტინი მთელ ქვეყანაში. ამასთანავე, უნდა დაიდოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გასაგები, მკაფიო მხარდაჭერის პაკეტი“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს