ბრიტანეთმა ორზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა

ბრიტანეთმა ორზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა, ამის შესახებ სატელევიზიო მიმართვაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კორონავირუსს "დიდი საფრთხე" უწოდა, რომელიც დიდ ბრიტანეთს ათწლეულების განმავლობაში ემუქრება. პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ სახლში, რომ Covid-19-ის გავრცელება შეჩერდეს.

"მაღალი სამოქალაქო ძალისხმევის გარეშე, დადგება დრო, როდესაც მსოფლიოში ვერანაირი ჯანდაცვის სისტემა ვერ შეძლებს გაუმკლავდეს ვირუსის გავრცელებას. რადგან არ იქნება საკმარისი ​ვენტილატორები, არ იქნება საკმარისი ინტენსიური თერაპიის საწოლები, არ იქნება საკმარისი ექიმები და ექთნები", - განაცხადა ჯონსონმა სატელევიზიო მიმართვაში.

მისი თქმით, ბრიტანეთში ადამიანებს შეეძლებათ საკუთარი სახლები მხოლოდ შეზღუდული მიზნებისთვის დატოვონ:

მოსახლეობას საშუალება ექნება სახლიდან გავიდეს აუცილებელი ნივთების საყიდლად. დღეში ერთხელ ვარჯიშისთვის-მარტო, ან ოჯახის ერთ წევრთან ერთად . სამედიცინო საჭიროებისთვის,ან დასახმარებლად, გადაადგილებისთვის სამუშაოდ, თუკი აუცილებელია და დისტანციურად შეუძლებელია.

”თუ თქვენ არ დაიცავთ წესებს, პოლიციას ექნება უფლებამოსილება ჩაერიოს",-განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ახალი შეზღუდვები სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი