ესპანეთში, მოხუცთა თავშესაფრებში მიტოვებული და გარდაცვლილი მოხუცები აღმოაჩინეს

ესპანელმა სამხედროებმა მოხუცთა თავშესაფრებში მიტოვებული მოხუცები აღმოაჩინეს, ზოგიერთი მათგანი საწოლში გარდაცვლილია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც ჩანს, კორონავირუსის აღმოჩენის შემდეგ თავშესაფრები პერსონალმა თვითნებურად მიატოვა. ესპანეთის პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

გარდაცვლილი მოხუცები მორგში მუნიციპალური დამკრძალავი სერვისის სპეციალურად აღჭურვილმა თანამშრომლებმა უნდა გადაიყვანონ, რასაც, ხელისუფლების განმარტებით, დაახლოებით 24 საათი დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ მადრიდში მდებარე „ყინულის სასახლეს“ დროებით მორგად გამოიყენებენ, სადაც კორონავირუსიგან გარდაცვილითა ცხედრებს დაასვენებენ მანამ, სანამ მათ დამკრძლავი ბიუროების წარმომადგენლები მიაკითხავენ.

შეგახსენებთ, ესპანეთში კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი ჩინეთისა და იტალიის შემდეგ. გუშინ, ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 2 182-ს მიაღწია.

იხილეთ ვიდეო: ესპანეთში, მოხუცთა თავშესაფრებში მიტოვებული და გარდაცვლილი მოხუცები აღმოაჩინეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს