დონალდ ტრამპი - ვირუსის გავრცელება აზიური წარმოშობის ამერიკელების ბრალი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელება აზიური წარმოშობის ამერიკელების ბრალი არ არის.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ სრულად დავიცვათ ჩვენი აზიელი ამერიკელების საზოგადოება. ის არაჩვეულებრივი ხალხია და ვირუსის გავრცელება მათი ბრალი არ არის. ისინი ჩვენთან მუშაობენ, რომ მისი გავრცელება თავიდან ავიცილოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსი „ჩინურ ვირუსად“ რამდენჯერმე მოიხსენია. საზოგადოების კრიტიკაზე ამერიკის ლიდერმა განაცხადა:

„ის ჩინეთიდან მოდის. ეს რასისტული არ არის. ჩინეთიდან მოდის და ამიტომ ვამბობ“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა