თურქეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე, დაინფიცირებულთა კი - 1 529-მდე გაიზარდა

თურქეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 37-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჯა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაინფიცირებულთა რაოდენობა 293-ით გაიზარდა და ჯამში, დადასასტურებული შემთხვევების რიცხვმა 1 529-ს მიაღწია.

ფაჰრეთინ კოჯამ ახალგაზრდებს შინ დარჩენისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, დაინფიცრებისგან დაზღვეულები არც ისინი არიან.

„გაუფრთხილდით სიცოცხლეს, მოერიდეთ სარისკო ადგილებს, ნუ წაიღებთ რისკს სახლში. დარჩით შინ,“ - წერს ჯანდაცვის მინისტრი.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტი 20 000 ადამიანს ჩაუტარდა.

იხილეთ ვიდეო: თურქეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე, დაინფიცირებულთა კი - 1 529-მდე გაიზარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა