თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ხუთის სტაბილური.

მისი თქმით, ამასთან, მისივე თქმით, ლუგარის ცენტრში 24 ანალიზია გაგზავნილი და პასუხები დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 60 პაციენტია. ჩვენი კლინიკა ყოველწუთიერად ღებულობს პაციენტებს. გუშინ მივიღეთ 18 საეჭვო შემთხვევა. ლუგარში გაგზავნილია ტესტები და ველოდებით.

იცით, რომ გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი. აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ხუთის მდგომარეობა სტაბილური. მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი, რომელიც არის მარნეულიდან, 62 წლის, მისი მდგომარეობა დინამიკის ცვლილების გარეშეა, ანუ ვინარჩუნებთ ვიტალურ(სასიცოცხლო) პარამეტრებს. ოქსიგენაციის პარამეტრები მეტნაკლებად გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტთან დადებითი დინამიკა მიღწეული გვაქვს. ერთადერთი მინდა გითხრათ, ხომ ამ ეტაპამდე ვინარჩუნებთ სიცოცხლეს“, - განაცხადა რატიანმა.

იხილეთ ვიდეო: მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა