ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, ზოგიერთ რეგიონში, ელექტროენერგეტიკისა და გაზმომარაგების სექტორში, გაზრდილი მოხმარებიდან გამომდინარე, მომსახურების ხარისხი არც თუ ისე დამაკმაყოფილებელია.

ენერგოომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს რეგიონებში ლიცენზიის მფლობელ გამანაწილებელ კომპანიებს, რომ დაგეგმოს და ეტაპობრივად გაატაროს ყველა აუცილებელი პრევენციული ხასიათის სამუშაოები სათანადო მომსახურების მიწოდებისა და აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების მიზნით.

„COVID-19 ვირუსის პრევენციის მიზნით, ჩვენი თანამოქალაქეები მასობრივად გადანაწილდნენ სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში, შესაბამისად მომხმარებელთა რიცხვი რეგიონებში მკვეთრად გაიზარდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ენერგოომბუდსმენის აპარატში შემოსული ზარების და შეტყობინებები ანალიზი გვიჩვენებს, რომ გაზრდილი მოხმარებიდან გამომდინარე, მომსახურების ხარისხი არც თუ ისე დამაკმაყოფილებელია ზოგიერთ რეგიონში, როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე, გაზმომარაგების სექტორში. წყალმომარაგების კუთხით პრობლემები არსებობდა, შესაბამისად, ეს მიმართულება ცალკე განხილვის საგანია. შემოსული ზარების უმრავლესობა ეხება ცვალებად და დაბალ ძაბვას და ბუნებრივი გაზის დაბალი წნევით მიწოდებას, რაც სერიოზული დისკომფორტია მომხმარებლებისთვის. ენერგოომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს რეგიონებში ლიცენზიის მფლობელ გამანაწილებელ კომპანიებს, რომ დაგეგმოს და ეტაპობრივად გაატაროს ყველა აუცილებელი პრევენციული ხასიათის სამუშაოები სათანადო მომსახურების მიწოდებისა და აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების მიზნით. განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ უნდა გადავიდეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები, სადაც მკაცრი კარანტინია გამოცხადებული. მოვუწოდებთ მომხმარებლებს აქტიური თანამშრომლობისკენ. ვიღებთ ინფორმაციებს ცხელ ხაზზე 16 216 და ფეისბუკის პირადი შეტყობინენების ველში Energy ombudsman, სადაც აგრეთვე შეგიძლიათ, ფოტოს სახით წარმოადგინოთ განცხადებები და საჩივრები“, - ნათქვამია ენერგოობუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო