დავით ზალკანიანი იტალიელ ხალხს მხარდაჭერასა და თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი იტალიელ ხალხს მხარდაჭერასა და თანაგრძნობას უცხადებს.

როგორც სოციალურ ქსელში დავით ზალკანიანი წერს, შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი მხარდაჭერა და თანაგრძნობაა. ზალკანიანი კორონავირუსთან ბრძოლაში იტალიის მხარდასაჭერად, თბილისის ანძისა და დედაქალაქის საკრებულოს შენობის იტალიის დროშის ფერებში განათებასაც გამოეხმაურა.

„პანდემიამ გამოავლინა როგორი მოწყვლადნი ვართ და რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა თანაგრძნობა, მხარდაჭერა და ერთმანეთის მიმართ მოვალეობის გრძნობაა“, - წერს ზალკანიანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა