თამარ გაბუნია - მარნეულის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ცხელებიან პაციენტებთან მიმართებით, მნიშვნელოვანია ბაზისური ინფექციის კონტროლის ღონისძიებები დაცული იყოს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მარნეულის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ცხელებიან პაციენტებთან მიმართებით ბაზისური ინფექციის კონტროლის ღონისძიებები დაცული იყოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამედიცინო პერსონალის ეკიპირება მოხდება იმ ცენტრებში, სადაც კორონავირუსზე საეჭვო პაციენტი იქნება მოთავსებული.

„რაც შეეხება პერსონალის ეკიპირებას, ჩვენი მთავარი აქცენტი სრული ეკიპირებისთვის არის ის ცენტრები, სადაც უშუალოდ COVID 19-ით დაავადებული საეჭვო შემთხვევების მკურნალობა იქნება. ჩვენ მარნეულის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ცხელებიან პაციენტებთან მიმართებით, ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ ბაზისური ინფექციის კონტროლის ღონისძიებები დაცული იყოს. ამდენად, ჰოსპიტლები ამაზე მუშაობენ“, -აცხადებს თამარ გაბუნია.

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა მარნეულში მომხდარი ფაქტი ჰოსპიტალის შეცდომა, თამარ გაბუნიამ უპასუხა, რომ არანაირად.

„ეს ძალიან მძიმე შემთხვევა იყო, რომელიც სხვა სომატური დაავადებებით იყო დატვირთული და ამ სომატურმა დაავადებებმა მიიპყრო პირველ რიგში ექიმების ყურადღება. ძალიან კომპლექსური კლინიკური სურათი გვაქვს ამ შემთხვევაში. დღეს ყველა ჰოსპიტალს აქვს შიდა პროტოკოლი, რომელიც ამბობს, რომ თუ პაციენტი ცხელებით შემოდის, ვიდრე გავერკვევით რა ტიპის ცხელებასთან გვაქვს საქმე, იზოლირებული უნდა იყოს და ამ მიდგომას ჰოსპიტლები მიყვებიან, თუმცა ამ შემთხვევაში, ცხელებაზე წინ მიდიოდა ის დატვირთული კლინიკური სურათი, რომელიც ამ პაციენტს ჰქონდა. სამწუხაროდ, ცხელებაზე ნაკლები ყურადღება იყო გამახვილებული“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 66 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 9 გამოჯანმრთელებულია.

რაც შეეხება მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ ქალს, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო